დიოგუ ჟოტა
Aa
Aa

ჟოტას ხსოვნის პატივსაცემად - პორტუგალია მუნდიალზე სპეციალური სამაჯურებით ითამაშებს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე განსაკუთრებული სიმბოლოს მქონე სამაჯურები ითამაშებენ. ინიციატივა გუნდის ერთიანობისა და გარდაცვლილი თანაგუნდელის, დიოგუ ჟოტას ხსოვნის პატივსაცემად განხორციელდა.

პარი სენ ჟერმენის ნახევარმცველმა ვიტინიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ სპეციალური სამაჯურები ფეხბურთელებს პორტუგალიის პრემიერ მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრუმ გადასცა.

„პრემიერ მინისტრმა გვითხრა, რომ სურვილის შემთხვევაში ამ სამაჯურებით თამაშიც შეგვიძლია. თითოეულ მათგანზე ჩვენი ყველა ფეხბურთელის სახელია დატანილი, მათ შორის — დიოგუ ჟოტასიც. თავად გადავწყვიტეთ, რომ ეს სამაჯურები მუდმივად გვეტარებინა“, — განაცხადა ვიტინიამ.

მისივე თქმით, პორტუგალიის ნაკრების წევრებმა ეს ჟესტი დიდი ემოციით მიიღეს და ერთხმად გადაწყვიტეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში სამაჯურები, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა ეკეთოთ.

შეგახსენებთ, რომ ლივერპულის და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი დიოგუ ჟოტა 2025 წლის 3 ივლისს ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი კონტრაქტი შთამბეჭდავი პირობებით | ბაიერნი ოლისესთვის სოლიდურ თანხას გაიღებს
ახალი კონტრაქტი შთამბეჭდავი პირობებით | ბაიერნი ოლისესთვის სოლიდურ თანხას გაიღებს