Aa
Aa

"ერთსანტიმეტრიანი თამაშგარე თამაშგარე არ არის", - უეფა თამაშგარის წესს ცვლის

UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა ფეხბურთში წესების ცვლილებაზე ისაუბრა. კონკრეტულად კი თამაშგარის დროს ვიდეო რეფერის გამოყენებასა და ასევე ხელით თამაშზეც.

ჩეფერინის თქმით, ამჟამინდელი სისტემა იდეალური ნამდვილად არ არის და თამაშგარის დროს გავლებული ხაზი უფრო ფართო უნდა გახდეს.

„ერთსანტიმეტრიანი თამაშგარე თამაშგარე არ არის, რადგან ამ წესის არსი ამაში არ მდგომარეობს. ვიდეო რეფერი მხოლოდ აშკარა შეცდომის დროს უნდა იქნას გამოყენებული.

ვიდეო რეფერის გამოყენებისას აუცილებელია უფრო ფართო ხაზები, რადგან მათ ამჟამად სუბიექტურად ავლებენ. ახლანდელი სისტემა იდეალური ნამდვილად არ გახლავთ.

ერთი არასწორი გადაწყვეტილებით შესაძლოა გუნდს მთელი სეზონი გაუფუჭო.

რაც შეეხება ხელით თამაშს, ამ პრობლემაზე მსაჯებთან ერთად ბევრს ვმსჯელობთ, თუმცა ჯერ კონკრეტულად არ ვიცით რა უნდა მოვიმოქმედოთ“. - განაცხადა ჩეფერინმა Sky Sport-თან საუბრისას.

ახალი წესი შესაძლოა ძალაში მომდევნო სეზონიდან შევიდეს. მას სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე გამოიყენებენ. არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი პირველად ევრო 2020-ზე მოხდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები