Aa
Aa

ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მედლებისთვის იბრძოლებენ!

4 მარტს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

პირველ დღეს საქართველოს სახელით სპორტული წყვილში ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა წარსდგნენ, რომლებმაც მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ მე-7 ადგილი დაიკავეს და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე მონაწიელობას 43 ქვეყნის 174 მოციგურავე იღებს. 36 ვაჟი, 48 გოგონა, 16 სპორტული წყვილი და 29 მოცეკვავე წყვილი.

სასიამოვნოა, რომ საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით არის წარდგენილი და მონაწილეობას ყველა დისციპლინაში მიიღებს. ასეთი რამ პირველად ხდება.

ტურნირი 8 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და მომდევნო დღეებში საქართველოს სახელით ვაჟებში ნიკა ეგაძე, გოგონებში ალინა ურუშაძე, ხოლო სპორტულ ცეკვებში მარია კაზაკოვა-გიორგი რევიას წყვილი წარსდგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები