ესტონეთიდან ესტონეთამდე - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
Aa
Aa

ესტონეთიდან ესტონეთამდე - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

3 მარტს ამსტერდამში უეფას ერთა ლიგის 2021/21 წლების კენჭისყრა გაიმართა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები C ლიგაში. ქართველი ფეხბურთელები B ჯგუფში სომხებს, ესტონელებსა და მაკედონიელებს დაუპირისპირდებიან.

C ლიგის თითოეული ჯგუფის გამარჯვებული B ლიგაში დაწინაურდება, ბოლოადგილოსნები კი ერთმანეთში, გასვლა-სახლის პრინციპით, 2022 წლის მარტში, ლიგაში დასარჩენ ფლეი-ოფში ითამაშებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ D ლიგაში მხოლოდ 2 ჯგუფი იქმნება.

უკვე ცნობილი გახდა სათამაშო კალენდარიც. ვლადიმირ ვაისის გუნდი ერთა ლიგის მორიგ გათამაშებას 5 სექტემბერს ესტონეთში სტუმრობით დაიწყებს და 16 ნოემბერს ასევე ესტონეთთან საშინაო მატჩით დაასრულებს.

ჩვენი ნაკრების სრული კალენდარი ასე გამოიყურება:

5 სექტემბერი

ესტონეთი - საქართველო (20:00)

8 სექტემბერი

საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია (20:00)

8 ოქტომბერი

სომხეთი - საქართველო (20:00)

11 ოქტომბერი

ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველო (20:00)

13 ნოემბერი

საქართველო - სომხეთი (20:00)

16 ნოემბერი

საქართველო - ესტონეთი (20:00)

ერთა ლიგის 2020-21 წლების გათამაშება 3 სექტემბერს დაიწყება და ჯგუფური ეტაპი 17 ნოემბრამდე გაგრძელდება. A ლიგის ფინალები 2021 წლის 2; 3 და 6 ივნისსაა ჩანიშნული, ხოლო ლიგაში დასარჩენი ფლეი-ოფები 2022 წლის 24; 25; 28 და 29 მარტს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები