Aa
Aa

ისტორიული გამარჯვება! - "დინამომ" ევრო თასის მოქმედი ჩემპიონი "მარსელი" დაამარცხა

წყალბურთში ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის ''დინამომ'' პირველი გამარჯვება მოიპოვა. ისტორიულ შეხვედრაში თბილისურმა კლუბმა ''ოლიმპიკის'' დარბაზში ფრანგულს ''მარსელს'' 15:12 სძლია. სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო შეხვედრამ მაყურებლების გარეშე ჩაიარა.

თბილისის ''დინამოს'' რიგებში ''მარსელის'' წინააღმდეგ შემდეგმა წყალბურთელებმა ითამაშეს: ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეპულია, რევაზ იმნაიშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ვალიკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, ზურაბ რურუა (კ), გიორგი მაგრაქველიძე, ფაბიო ბარალდი, ბორის ვაპენსკი.

"დინამოელთა" მხრიდან 3-3 გოლი მარკო იელაჩამ, ბორის ვაპენსკიმ და ბექა ქავთარაძემ შეაგდეს, 2-ჯერ თავი ფაბიო ბარალდიმ გამოიჩინა, ნიკა შუშიაშვილმა, რევაზ იმნაიშვილმა, ზურაბ რურუამ და გიორგი მაგრაქველიძემ კი თითო ბურთი გაიტანეს.

თბილისურმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მეათე მატჩში ნავსი გატეხა, ''მარსელთან'' გამარჯვებამდე ''დინამომ'' ზედიზედ ცხრა მატჩი წააგო. შეგახსენებთ, ფრანგული კლუბი ევრო თასის მოქმედი მფლობელია.

დინამომ გადამწყვეტი უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვა და მეტოქეს 5 ბურთი გაუტანა

რევაზ ჩომახიძის მთავარი მწვრთნელობისას ''დინამომ'' ისტორიულ წარმატებებს მიაღწია, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრასა და დღევანდელ მატჩში ''მარსელთან'' გამარჯვებაში გამოიხატა.

B ჯგუფს იტალიური ''პრო რეკო'' 20 ქულით ლიდერობს, ''მარსელი'' 10 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო თბილისის ''დინამომ'' დღევანდელი გამარჯვებით პირველი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ''დინამო'' 3 ქულით ბოლო ადგილზეა და მეშვიდეადგილოსან ''ჰანოვერს'' მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

მეორე ტაიმში დინამო მარსელს მიახლოების საშუალებას არ აძლევდა და მათ გოლებს უპასუხოდ არ ტოვებდა

თბილისის ''დინამო'' შემდეგ მატჩს სტუმრად, 10 აპრილს უნგრული ''ფერენცვაროშის'' წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 8-გუნდიან ჯგუფში 20 ქულით მეორე ადგილზეა და იტალიურ ''პრო რეკოს'' მხოლოდ ბურთების უარესი შეფარდების გამო ჩამორჩება.

ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები