Aa
Aa

"გამოწვევა 2024" - უპრეცედენტო შედეგი ანტალიაში

2019 წლის ბოლოს საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ საფუძველი ჩაუყარა ახალ საპილოტე პროექტს, სახელწოდებით დეცენტრალიზაცია, იგივე პირად მწვრთნელთა უფლებების გაზრდა, რომელიც საწყის ეტაპზე გავრცელდა ჭაბუკთა ნაკრებ გუნდზე.

ორთვიანი მუშაობის შედეგმა არ დააყოვნა და პირველივე საერთაშორისო ტურნირზე ანტალიაში უპრეცედენტო შედეგი იქნა დაფიქსირებული - 4 ოქროს, 5 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი.

საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე სპორტსმენთა პირადმა მწვრთნელებმა ძიუდოს ფედერაციაში წარმოადგინეს ხედვა, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ სპორტსმენების მოსამზადებლად სალიცენზიო შეჯიბრებაზე მოპოვებული თანხები, რაც განხილულ და განხორციელებულ იქნა ნაკრები გუნდის სამწვრთნელო შტაბთან და პროგრამაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად.

პროგრამის გათვალისწინებით გაიზარდა სპორტსმენთა მომზადების დრო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისათვის, სწორედ ეს იმ სპორტსმენთა კატეგორიაა, რომელნიც ჩართულნი არიანგამოწვევა 2024“-ის პროგრამაში.

უახლოეს მომავალში პროგრამის ხელმძღვანელი დავით ქევხიშვილი წარმოადგენსგამოწვევა 2024“-ის დეტალურ გეგმას განსახილველად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები