დარბაზში გარდაცვლილი მამა და საქართველოს ჩემპიონობა
Aa
Aa

დარბაზში გარდაცვლილი მამა და საქართველოს ჩემპიონობა

ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს პირველობა დასრულა. 29 თებერვალს კი ძალიან სამწუხარო რამ მოხდა...

ლუკა მარიამიძემ, რომელიც 74 კგ. კატეგორიაში გამოდიოდა, რამდენიმე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გააღწია. ნახევარფინალში ჭიდაობისას მას ტრიბუნებიდან მამა ქომაგობდა, რომელიც მოულოდნელად გულის შეტევით ადგილზევე გარდაიცვალა.

ლუკამ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, თუმცა მის იქ გამოსვლას არავინ ელოდა. პირველ მარტს ფინალური შეხვედრები გაიმართა. მოულოდნელად, დილით დარბაზში მარიამიძე გამოცხადდა და განაცხადა, რომ ის აუცილებლად იჭიდავებდა.

ლუკა საღამოს ხალიჩაზე გავიდა, სუფთა გამარჯვება იზეიმა  და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. შემდეგ კი ემოციებს ვეღარ გაუძლო...

ლუკა მარიამიძე ჭაბუკთა ნაკრების წევრი იყო, ახლა კი ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრა გაინაღდა.

CrystalSport-ის რედაქცია სამაგალითო ახალგაზრდა სპორტსმენსა და მის ოჯახს უსამძიმრებს და, ამავდროულად, გამარჯვებას ულოცავს! ლუკამ გამოავლინა უდიდესი შინაგანი ძალა და გააკეთა ის, რაც სპორტზე მაღლა დგას და მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ! ბრავო!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები