ისტორიული მატჩი - ჰოფენჰაიმისა და ბაიერნის ფეხბურთელთა ღირსეული ჟესტი ქომაგებს!
Aa
Aa

ისტორიული მატჩი - ჰოფენჰაიმისა და ბაიერნის ფეხბურთელთა ღირსეული ჟესტი ქომაგებს!

ბუნდესლიგის 24-ე ტურში „ბაიერნი“ „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრა და 6:0 გაანადგურა, თუმცა ამ შეხვედრაში საინტერესო სულ სხვა რამ გახლდათ.

66-ე წუთიდან, როდესაც უკვე ანგარიში 6:0 იყო, მსაჯმა მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზი „ბაიერნის“ ქომაგების ბანერი გახლდათ, რომელზეც ეწერა - „დიტმარ ჰოპი კვლავაც ბო***შვილია“.

ცნობისთვის, ჰოპი გერმანელი მილიარდელია, რომელიც საკუთარ ქონებას „ჰოფენჰაიმს“ახმარს. ის ამას წლებია აკეთებს და ზინსჰეიმელების წარმატება მის სახელს უკავშირდება.

ამის შემდეგ მატჩი კიდევ ერთხელ შეწყდა. ტრიბუნებზე სიტუაცია დაიძაბა და საქმეში „ბაიერნის“ ფეხბურთელებთან ერთად კლუბის ბოსებიც ჩაერივნენ. რუმენიგე, კანი, სალიჰამიჯიჩი ყველა მათგანი ტრიბუნებთან მივიდა და ქომაგების დამშვიდებას ცდილობდნენ.

საბოლოოდ, მსაჯთან თათბირის შემდეგ გადაწყდა რომ მატჩის შეწყევტა საუკეთესო გამოსავალი იყო. გუნდებმა მოედანი დატოვეს. რამდენიმე წუთის შემდეგ კი შეხვედრა განახლდა.

გუნდებმა მოითათბირეს, რომ ქომაგებისთვის ღირსეული ჟესტი ენახებინათ და თამაშზე უარი თქვეს, უბრალოდ მოედნის ცენტრში დადგნენ და ერთმანეთში მეგობრულად ბურთი გააგორეს.

ეს იყო უდაოდ ისტორიული მატჩი და ჟესტი, რომელიც გერმანული და არამარტო გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ადგილს სამუდამოდ დაიმკვიდრებს.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ჰანს დიტერ ფლიკის გუნდი დიდებულ ფორმაშია და რობერტ ლევანდოვსკის გარეშეც კი საოცრად გამოიყურება. მატჩში გოლების ავტორები გნაბრი, კიმიხი, ზირკე, კოუტინიო (2) და გორეცკა გახდნენ.

ამ გამარჯვების შემდეგ „რეკორდმაისტერი“ 52 ქულით ბუნდესლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები