Aa
Aa

''მთავრობის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება'' - 71 მილიონი ახალი სპორტის სასახლის ასაშენებლად

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ახალი სპორტის სასახლის აშენების შესახებ ისაუბრეს.

ახალი სპორტის სასახლე 10 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შეხვედრებს უმასპინძლებს. პროექტის ჯამური ღირებულება 71 მილიონ ლარს შეადგენს.

შალვა გოგოლაძე - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

პაატა გურასპაული - კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები