Aa
Aa

ვენგერი: „სიტის პირველი გოლის შემდეგ რეალი აღარ არსებობდა"

„არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა „სიტისა" და „რეალის" დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. ფრანგმა სპეციალისტმა კომენტარი BeIN Sport-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„რეალმა ანგარიში მესამოცე წუთზე გახსნა, თანაც ისე, რომ ბევრი სახიფათო მომენტი არ შეუქმნია. მადრიდელთა გოლის შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სიტიმ ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო და რამდენიმე წუთის განმავლობაში მეგონა რომ რეალი უფრო შეაგდებდა მეორე ბურთს, ვიდრე სიტი გაათანაბრებდა ანგარიშს.

73-ე წუთზე ბერნარდო სილვა რაჰიმ სტერლინგმა შეცვალა. 78-ზე ქალაქელებმა წონასწორობა აღადგინეს. 5 წუთში კი წინ გაიჭრნენ.

სტერლინგის გამოსვლის შემდეგ, გაბრიელ ჟეზუში ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოქმედებდა, რაჰიმი კი მარცხენა ფლანგიდან უტევდა, რამაც ყველაფერი შეცვალა და ისეთი ვითარება შეიქმნა, თითქოს სიტის კიდევ 3 ან 4 გოლის გატანა შეეძლო. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რეალი აღარ არსებობდა მას შემდეგ, რაც სიტიმ ანგარიში გაათანაბრა".

შეგახსენებთ, რომ „ქალაქელებმა" „სანტიაგო ბერნაბეუზე" 2-1 იმარჯვეს. გუარდიოლას ბიჭებმა სასურველ შედეგს ჟეზუშისა და დე ბრუინის გოლების წყალობით მიაღწიეს და განმეორებითი მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები