მორიგი ტრავმა - ბაიერნმა ლევანდოვსკი დაკარგა
Aa
Aa

მორიგი ტრავმა - ბაიერნმა ლევანდოვსკი დაკარგა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნმა“ ლონდონში „ჩელსის“ 3:0 მოუგო და წყვილში გამარჯვებულის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა, თუმცა „რეკორდმაისტერმა“ ამ შეხვედრაში თავისი ლიდერი დაკარგა.

„ბაიერნის“ ოფიციალური გვერდის ცნობით, რობერტ ლევანდოვსკიმ „ჩელსისთან“ მატჩში მარცხენა მუხლზე ტრავმა მიიღო და ის მოედანზე გასვლას დაახლოებით 1 თვის მანძილზე ვერ შეძლებს.

ლევანდოვსკი მიუნხენში გასამართ განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც 19 მარტს უნდა ჩატარდეს, თუმცა ეს ჰანს დიტერ ფლიკის გუნდისთვის პრობლემა არ უნდა იყოს.

აქვე გეტყვით, რომ პოლონელ ფორვარდს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 6 მატჩში უკვე 11 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას ლიდერობს. რაც შეეხება ბუნდესლიგას, პოლონელი აქაც საუკეთესოა. მის ანგარიშზე 23 შეხვედრაში 25 გოლი ფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები