მარადონა:
Aa
Aa

მარადონა: "მესი იმას ვერ იზამდა, რაც მე გავაკეთე"

დიეგო არმანდო მარადონამ football-italia-სთან საუბრისას ლეო მესის შესახებ მორიგი კომენტარი გააკეთა.

ფეხბურთის ღმერთად წოდებულმა დიეგომ, რომელიც ცვალებადი და მერყევი პოზიციით გამოირჩევა, ამჯერად მესისა და „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ლეოს ნეაპოლელთა რიგებში ხილვა კარგი იქნებოდა, თუმცა ის მის მიღწევას ვერ გაიმეორებდა.

„რომ შემეძლოს მესის წინააღმდეგ სიამოვნებით ვითამაშებდი, ეს საინტერესო იქნებოდა. კარგი იქნებოდა მისი „ნაპოლიში“ თამაში. გუნდს ახლა დახმარება ნამდვილად ჭირდება.

ლეოს ცხოვრებაში არასდროს გაუვლია ისეთი რთული გზა როგორიც მე, თუმცა მიუხედავად ამისა ის თავის სიტყვას მაინც იტყოდა.

მოდით დავაზუსტებ, ის, იმას ვერ იზამდა, რაც მე გავაკეთე, თუმცა მისი „ნაპოლიში“ ტრანსფერი მაინც კარგი იქნებოდა“.

შეგახსენებთ, რომ მარადონა 1982-1984 წლებში „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა, სადაც მისი ფორმაციის „ბლაუგრანამ“ იმედები ვერ გაამართლა და ლა ლიგის მოგება ვერ შეძლო. ამ ყველაფერმა, დიეგოს კლუბის ქომაგებთან ისედაც რთული ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა, რასაც არგენტინელის გუნდიდან წასვლა მოჰყვა.

1984-1991 წლებში მარადონამ თავისი გუნდი იპოვა - „ნაპოლის“ რიგებში მან სკუდეტოს მოგება 2-ჯერ შეძლო, ერთჯერ ნეაპოლელები უეფას თასს დაეუფლნენ, თითოჯერ კი იტალიის თასი და სუპერ თასი დაისაკუთრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები