„ჩაიხადა და სახეზე დააჯდა
Aa
Aa

„ჩაიხადა და სახეზე დააჯდა" - კოშტას ბინძური გამოხტომა

„ჩელსის“ ყოფილმა და პსჟ-ს ამჟამინდელმა მეკარემ, მარჩინ ბულკამ დიეგო კოშტასა და ნათანიელ ჩალობას შესახებ საკმაოდ უცნაური ისტორია გაიხსენა.

პოლონელი კიპერი Youtube არხს, Foot Truck-ს ესაუბრა და განაცხადა: „ერთ-ერთი ვარჯიშისას ჩალობა მის წინააღმდეგ განხორციელებული ვარდნის შემდეგ, მინდორზე დაეცა. დიეგომ ჩათვალა, რომ ის სიმულირებდა და მისი მისამართით ესპანურ ენაზე ბილწსიტყვაობა დაიწყო.

რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩალობა კვლავ მინდორზე იწვა, რა დროსაც დიეგომ სპორტული შარვალი ჩაიხადა და მას სახეზე დააჯდა. შემდეგ კი გაიქცა. ასეთი რამ ცხოვრებაში არასდროს მინახავს. ეს რაღაც განსაკუთრებული იყო".

ბრიტანული პრესის ცნობით ჩალობასა და კოშტას ინციდენტი 2016 წელს მოხდა. მაშინ, როცა „არისტოკრატები“ „ვესტ ჰემთან“ ლიგის თასის ეგიდით გასამართი მატჩისთვის ემზადებოდნენ. როგორც ირკვევა ვითარება მალევე განიმუხტა, თუმცა „ნისლიან ალბიონზე“ ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოშტამ ჩალობას ტრავმა მიაყენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები