Aa
Aa

ქართულმა კლუბებმა უეფასგან 116 ათასი ევრო მიიღეს

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

მთავარი სიახლეა მეოთხე ლიგაში გუნდების რაოდენობის 16-მდე გაზრდა, რის შემდეგაც ეს გათამაშება ორ წრედ ჩატარდება.

კრისტალბეთ ლიგის პირველ, მეორე და მესამე ლიგაში ახალი სეზონიდან თითოეულ გუნდს წლევანდელ სეზონში განაცხადში თვრამეტის ნაცვლად, ოცი ფეხბურთელის შეყვანის უფლება ექნება.

2018 წელს უეფამ ევროპული საკლუბო ტურნირებიდან შესული თანხიდან დარჩენილი 10 მილიონი მის წევრებზე გადაანაწილა.

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ამ თანხიდან 116 ათასი ევრო მიიღო, რომელიც კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 1-ის და ლიგა 2-ის ოცი გუნდზე გადანაწილდება.

2020 წლიდან იწყება ქალთა ჩემპიონატის მონაწილე კლუბების ლიცენზირება, რომელიც წელს თითოეული გუნდისთვის უფასო იქნება.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა კი სტარტს 29 თებერვალს აიღებს.  

დავით მუჯირი - ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები