დიუსელდორფის გრანდ სლემი: გრიგალაშვილი ფინალშია !
Aa
Aa

დიუსელდორფის გრანდ სლემი: გრიგალაშვილი ფინალშია !

ძიუდოში დიუსელდორფის გრანდ სლემზე 81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და ოქროს მედლის მოსაპოვებლად ოლიმპიური ჩემპიონი, რუსი ხასან ხალმურზაევი უნდა დაამარცხოს.

გრიგალაშვილმა ნახევარფინალში ყირგიზი ვლადიმირ ზოლოევი იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა !

რაც შეეხება ნახევარფინალამდე განვლილ გზას, მან მეორე წრეში იაპონელ ტაკანორი ნაგასეს სძლია, მესამე წრეში კი იტალიელ  ანტონიო ესპოზიტოს შანსი არ დაუტოვა. მეოთხე წრეში გრიგალაშვილმა 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, გერმანიის სახელით მოასპარეზე ალექსანდრ ვიჩერზაკი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

გერმანელის ძლევის შემდეგ ქართველმა ფალავანმა ფრანგი ალფა ომარ ჯალოს სძლია. თავდაპირველად ფრანგი ვაზარით დაწინაურდა, თუმცა შემდეგ გრიგალაშვილმა ორი ვაზარი შეასრულა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები