როგორ გამოეხმაურნენ აშშ-ში მამუკელაშვილის Game Winner-ს?
Aa
Aa

როგორ გამოეხმაურნენ აშშ-ში მამუკელაშვილის Game Winner-ს?

სანდრო მამუკელაშვილი „ბატლერთან“ მატჩში „სეტონ ჰოლის“ გმირად იქცა. ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრის დასრულებამდე 0.6 წამით ადრე, ურთულესი ორქულიანი ჩააგდო და „მეკობრეებს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა.

სანდროს ბრწყინვალე ტყორცნა ცნობილ ამერიკულ გამოცემებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ.

New York Post

სანდრო მამუკელაშვილმა ბევრი რამ გამოტოვა.

როცა მაილს პაუელის გარეშე მოასპარეზე „სეტონ ჰოლმა“ „მერილენდი“ დაამარცხა, ცაცია ქართველი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მარჯვენა მაჯაზე მიღებული ტრავმის გამო, 6-კვირიან სარეაბილიტაციო პერიოდს გადიოდა.

მამუკელაშვილმა ყველაფერი, რაც გამოტოვა ერთ წამზე ნაკლებ დროში აანაზღაურა. მან შექმნა მომენტი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრება. სანდრომ მამამისის თვალწინ, რომელიც საქართველოდან ჩამოვიდა და ბოლო ორი წლის განმავლობაში შვილის თამაშს პირველად დაესწრო, ამაღელვებელი და უმნიშვნელოვანესი Game winner ჩააგდო.

Associated Press

მატჩის დამთავრებამდე 1 წამზე ნაკლებით ადრე, როცა ანგარიში თანაბარი იყო, „სეტონ ჰოლის“ მთავარი მწვრთნელი, კევინ უილარდი მიხვდა, რომ „ბატლერის“ კალათბურთელები აქცენტს მაილს პაუელზე გააკეთებდნენ. გამომდინარე აქედან, მან ის კომბინაცია დახაზა, რომლის გათამაშების შემდეგაც, ბურთი მამუკელაშვილს მიუვიდოდა.

მამუკელაშვილმა „მეკობრეების“ თავკაცი არ დააღალატა და დაკარგული წონასწორობის მიუხედავად, Game winner ჩააგდო.

NBCSports

სანდრო მამუკელაშვილმა 0.6 წამით ადრე, გათამაშებული კომბინაციის შემდეგ მიღებული ბურთი ჩააგდო და მე-16 ნომრად განთესილმა „მეკობრეებმა“ „ბატლერი“ დაამარცხეს.

Yahoo Sports

Yahoo Sports-მა სანდრო მამუკელაშვილის Game Winner-ის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის სათაურიც ასეთი გახლავთ: „სეტონ ჰოლმა“ „ბატლერი“ ბოლო წამზე ჩაგდებული სროლით გააოცა".

New York Times

სანდრო მამუკელაშვილმა 0.6 წამით ადრე, თანაგუნდელის მიერ გაკეთებული პასის შემდეგ ბურთი კალათში ჩაუშვა და ნიუარკში, „მეკობრეებს" „ბულდოგსის" წინააღმდეგ ქამბექი გაუფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები