თბილისის მერიამ საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე მდებარე კორტები ყაზახური კომპანიისგან გამოისყიდა.
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის მიხედვით, ადგილზე იგეგმება სპორტული კომპლექსის მოწყობა, 4 ჩოგბურთის კორტითა და საცურაო აუზით.
კახა კალაძე - თბილისის მერი
აქვე გეტყვით, რომ კომპანიამ ეს ტერიტორია 2009 წელს შეიძინა, რათა საცხოვრებელი კორპუსები აეშენებინა. ჯერჯერობით უცნობია იმ თანხის ოდენობა, რომელიც მერიამ ყაზახ ინვესტორს გადაუხადა.