ბრეიტვეიტი დემბელეს შემცვლელად: შეთანხმება თითქმის მიღწეულია
Aa
Aa

ბრეიტვეიტი დემბელეს შემცვლელად: შეთანხმება თითქმის მიღწეულია

ესპანური მედიის ცნობით ''ლეგანესის'' დანიელი შემტევი, მარტინ ბრეიტვეიტი კატალონიის ''ბარსელონაში'' გადასვლასთან ახლოსაა. 24 წლის სკანდინავიელის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონ ევროს შეადგენს.

RAC1-ის ჟურნალისტ ხერარდ მორენოს ცნობით ბრეიტვეიტის წარმომადგენელი ალი დურსუნი, რომელიც ასევე დე იონგის აგენტია, კატალონიაში ჩაფრინდა და ესპანურ მხარესთან მოლაპარაკებას მართავს.

Mundo Deportivo-ს ცნობით კატალონიური კლუბი 28 წლის ფორვარდს უსმან დემბელეს შემცვლელად მოიაზრებს, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონი ტრავმის გამო ნაადრევად დასრულდა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, თუ ტრანსფერი შედგება, ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაეხმარება, რადგან უეფაში განაცხადი უკვე გადაგზავნილია.

დანიის ეროვნული ნაკრების ფორვარდს ''ესბიერგში,'' ლიგა 1-ის ''ტულუზაში,'' ჩემპიონშიფის ''მიდლსბროსა'' და ფრანგულ ''ბორდოში'' უთამაშია. 2019 წლიდან ბრეიტვეიტი ლა ლიგაში თამაშობს.

''ბარსელონას'' ტრანსფერის განხორციელების უფლება  მხოლოდ ლა ლიგის კლუბიდან აქვს. კიკე სეტიენმა და ერიკ აბიდალმა დემბელეს შემცვლელად დანიელი აირჩიეს. გასული სეზონიდან მოყოლებული ამპლუით გარემარბმა ბრეიტვეიტმა ლა ლიგის 43 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გასულ წელს ბრეიტვეიტმა დანიის ეროვნული ნაკრების მაისურით საქართველოს წინააღმდეგ ევრო 2020-ის ორივე შეხვედრაში ითამაშა. დანიაში ''პარკენზე'' მასპინძლებმა 5:1 გაიმარჯვეს, ხუთიდან 1 გოლი ბრეიტვეიტის ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები