Aa
Aa

მაკმილანი ბითაძეს აქებს: „გოგას მაღალი საკალათბურთო ინტელექტი აქვს"

ინდიანაპოლისში დაარსებულმა გამოცემამ, Indy Star-მა გოგა ბითაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც ქართველი კალათბურთელის შესახებ „პეისერსის“ თავკაცმა, ნეით მაკმილანმაც ისაუბრა.

„ინდიანას“ მთავარმა მწვრთნელმა ბითაძე შეაქო და განაცხადა: „გოგა თამაშს საუცხოოდ კითხულობს. მას მაღალი საკალათბურთო ინტელექტი აქვს და საკალათბურთო უნარებითაც გამოირჩევა. ის NBA-ში კარგი მოთამაშე გახდება და მას ეს ყველაფერი მშვენივრად მოეხსენება“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე რეგულარულში გოგას დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა. ქართველი ცენტრი პარკეტზე საშუალოდ 8 წუთზე მეტს ატარებს და 3 ქულას, 2.1 მოხსნასა და 0.5 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

„ინდიანა“ ბითაძეს პრაქტიკის მისაღებად, G League-ში ხშირად უშვებს, სადაც გოგას საშუალო მონაგარი ასე გამოიყურება - 20.4 ქულა, 12.8 მოხსნა, 4.4 შედეგიანი გადაცემა.

აქვე გეტყვით, რომ ოლ სტარის პაუზის შემდეგ, „ინდიანა“ პირველ შეხვედრას 22 თებერვალს გამართავს და სტუმრად აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერს, „ნიუ იორკ ნიქსს“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები