ჩელსი 0:2 მანჩესტერი - ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლა იძაბება (VIDEO)
Aa
Aa

ჩელსი 0:2 მანჩესტერი - ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლა იძაბება (VIDEO)

პრემიერლიგის 26-ე ტურის ცენტრალური ჯახი ლონდონში შედგა - „ჩელსიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

შეხვედრა დაძაბული და საკმაოდ საინტერესო გამოდგა. უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა ოლე გუნარ სულშერის ტაქტიკა გაცილებით ზუსტი გამოდგა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ენტონი მარსიალმა „წითელი ეშმაკები“ დააწინაურა და „ჩელსის“ გოლი გასახდელში გაატანა.

მეორე ნახევარში „არისტოკრატების“ უპირატესობა თვალშისაცემი იყო, თუმცა გოლი კვლავ „იუნაიტედმა“ გაიტანა. კუთხურის შემდეგ მაგუაიერმა ყველას აჯობა და მატჩის გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

„ჩელსიმ“ 2 გოლის გატანა შეძლო, თუმცა ვიდეო რეფერიმ ორივე მათგანი გააუქმა. უნდა ითქვას, რომ სრულიად სამართლიანადაც.

ამ გამარჯვების შემდეგ, სულშერის გუნდი ლამპარდის ბიჭებს წამოეწია და სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა. ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები