Aa
Aa

სანქტ-პეტერბურგში ისევ ბერტენსი! - ნიდერლანდელმა WTA-ში მე-10 ტურნირი მოიგო

ქალთა შორის პრემიერ კატეგორიის ტურნირს უმასპინძლა სანქტ-პეტერბურგმა, სადაც საუკეთესო ჩოგბურთი ნიდერლანდელმა კიკი ბერტენსმა აჩვენა.

გათამაშებაზე მე-2 ნომრად განთესილმა ბერტენსმა ფინალამდე მხოლოდ ერთი სეტი დათმო, გადამწყვეტ მატჩში კი ადგილობრივ ელენა რიბაკინას დაუპირისპირდა.

გამოცდილმა ნიდერლანდელმა ახალგაზრდა მეტოქეს ყველა საჩოგბურთო ასპექტში აჯობა და 6:1; 6:3 დაამარცხა.

ბერტენსმა სანქტ-პეტერბურგში ტიტული დაიცვა, კარიერაში კი მე-10 ჩემპიონობა იზეიმა. იგი კვლავ მსოფლიო რეიტინგის მე-8 ადგილზე რჩება.

შედარებით დაბალი კატეგორიის ტურნირი ჩატარდა ტაილანდში, რომლის ქალაქ ჰუა ჰინში პოლონელმა მაგდა ლინეტმა იმარჯვა. ლინეტისთვის კარიერაში მე-2 ტიტულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები