ალონსო მიიჩნევს, რომ ბოლო გამარჯვებებით დრო მოიგო | The Athletic
„რეალის“ სამწვრთნელო შტაბი თვლის, რომ ბოლო მატჩების შედეგების წყალობით, მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭირო დრო მოიპოვა.
მადრიდელებმა ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვეს - ლა ლიგაში „ალავესისა“ და „სევილიას“, ხოლო ესპანეთის თასზე, „ტალავერას“ წინააღმდეგ.
The Athletic-ის ინფორმაციით, ჩაბი ალონსო და მისი შტაბი ფიქრობენ, რომ ამ მოგებებმა მათ ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ისინი იმედოვნებენ, რომ საშობაო პაუზა ვითარების დასტაბილურებაში დაეხმარებათ.
მწვრთნელების აზრით, გუნდის ჩავარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გადაღლილობა და ტრავმების ფონზე შემადგენლობის სიღრმის ნაკლებობაა.
აღინიშნება, რომ „რეალის“ ხელმძღვანელობა საშობაო არდადეგების პერიოდში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას არ გეგმავს, თუმცა ალონსოს პოზიცია კლუბში კვლავ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ესპანეთის სუპერთასზე გამოსვლამ უნდა აჩვენოს, თუ რამდენად რეალურ პროგრესს მიაღწია გუნდმა.
შესვენების შემდეგ სამეფო გუნდი პირველ მატჩს „ბეტისის“ წინააღმდეგ გამართავს, ხოლო ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, „რეალი“ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.