გიორგი ბერიძე
Aa
Aa

მეორე საგოლე მოქმედება - ბერიძე უიპეშტს დაეხმარა

გიორგი ბერიძე „უიპეშტს“ უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის XVIII ტურში საკუთარ სტადიონზე „კაზინცბარციკასთან“ (2:1) გამარჯვებაში დაეხმარა. 28 წლის ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე მილან ტუჩიჩმა ანგარიში მისი კარგი გადაცემის შემდეგ გახსნა. ათბალიანი სისტემით გიორგიმ 7.1 მეათედი შეფასება მიიღო, რაც თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ბერიძე მასპინძლების რიგებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო და ერთი რეალური საგოლე მომენტიც შეექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ბურთს 48-ჯერ შეეხო, მისი 30 პასიდან 23 ზუსტი აღმოჩნდა, რაც 77-პროცენტიანი მაჩვენებელია. გიორგიმ ერთი საკვანძო გადაცემა შეასრულა და მისი დრიბლინგის 3 მცდელობიდან წარმატებული 1 აღმოჩნდა, 82-ე წუთზე კი მთავარმა მწვრთნელმა დასვენების მიზნით შეცვალა.

ცნობისათვის, „უიპეშტში“, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, დავით კობოური თამაშობს, რომელიც თადარიგში იყო. გიორგი ბერიძის ანგარიშზე კი წლევანდელ სეზონში 17 შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი გულიაშვილი და აიკი | რა ხდება ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით
გიორგი გულიაშვილი და აიკი | რა ხდება ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით