„სეზონის საუკეთესო ხუთეულში დასრულება შეუძლიათ“ - ნევილმა წითელ ეშმაკებზე ისაუბრა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანმა მცველმა „ასტონ ვილასთან“, „წითელი ეშმაკების“ მარცხზე (2:1) ისაუბრა და განაცხადა, რომ მის ყოფილ გუნდს სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის ხუთ საუკეთესო გუნდში შეუძლია მოხვედრა.
რას ამბობს ნევილი:
„ჩემი აზრით, „ასტონ ვილასთან“ გუნდმა ნამდვილად კარგი მატჩი ჩაატარა, თუმცა გაშვებული გოლების დროს დაშვებული შეცდომები ძვირად დაუჯდა. ეს ასე გაგრძელდება მანამ, სანამ გუნდს ჰარი მაგუაირი და მატეის დე ლიხტი აკლია. მათ გარეშე „იუნაიტედს“ აკლია ძალა, რომელიც დაცვას გაამაგრებდა.“
„ბოლო ორ შეხვედრაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი შევნიშნე. პირველ რიგში ვიტყვი, რომ მწვრთნელი შეიცვალა. ის სისტემა (სამი მცველით), რომელზეც ამორიმი ამბობდა, რომ არასდროს შეცვლიდა, ბოლო ორ თამაშში უბრალოდ გვერდით გადადო. მიხარია, რომ რუბენი არსებულ რეალობასთან ადაპტირდება, რაც აფრიკის თასითაა გამოწვეული. თუმცა, ვფიქრობ, იყო გარკვეული ფაქტორები, რის გამოც მან „ვესტ ჰემთან“ და „ევერტონთან“ გამოყენებული ტაქტიკის გაგრძელება ვერ შეძლო, ეს შესაძლოა მისთვის პრობლემად ქცეულიყო.“
„ის, რაც „ბორნმუთთან“ და „ასტონ ვილასთან“ ვნახეთ, მწვრთნელს სამუშაოს შენარჩუნებაში დაეხმარება და საფუძველს ჩაუყრის გუნდის მშენებლობას. „მანჩესტერ იუნაიტედს“ კვლავ აქვს შანსი სეზონი საუკეთესო ხუთეულში დაასრულოს. ბოლო სამ კვირაში მათ ეს შანსი რამდენჯერმე გაანიავეს, მაგრამ თუ აფრიკის თასიდან ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ ამ ფორმას შეინარჩუნებენ, წარმატებას მიაღწევენ.“
„რუბენ ამმორიმმა უნდა შეინარჩუნოს ის მიდგომა, რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ. სისტემა დაიხვეწა, უფრო მეტიც — სრულად ტრანსფორმირდა. ვფიქრობ, ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან მაუნტი, კუნია, ბრუნუ, შეშკო, მბემო და დიალო, ნებისმიერ მეტოქეს დიდ პრობლემებს შეუქმნიან.“
„მანჩესტერ იუნაიტედს“ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 7 მოგება, 5 მარცხი და 5 ფრე აქვს და 26 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება.