პსჟ ლუის ენრიკესთვის უვადო კონტრაქტს ამზადებს | AS
„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა განიხილავს შესაძლებლობას, გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ლუის ენრიკესთან, ფეხბურთის ისტორიაში პირველი უვადო კონტრაქტი გააფორმოს. ამის შესახებ AS-ი წერს.
გამოცემის ცნობით, კლუბში 55 წლის ესპანელ სპეციალისტს იდეალურ მწვრთნელად მიიჩნევენ, ამიტომ მზად არიან მასთან ისტორიაში საუკეთესო და ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება გააფორმონ.
შეგახსენებთ, რომ ენრიკესთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი. ლუისმა პარიზული კლუბი 2023 წლის ზაფხულში ჩაიბარა.
მისი ხელმძღვანელობით, პსჟ-მ ორჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, ორ-ორჯერ დაეუფლა საფრანგეთის თასსა და სუპერთასს, გახდა 2024/2025 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და მოიგო საკონტინენტთაშორისო თასი.