ხვიჩა კვარაცხელია, მიხეილ აშვეთია
Aa
Aa

„ერთ დღეს რეალშიც ითამაშებს“ - აშვეთიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მიხეილ აშვეთიამ, რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიასა და მატვეი საფონოვის შესახებ ისაუბრა.

რას ამბობს აშვეთია კვარაზე:

„ხვიჩა და საფონოვი „პსჟ“-ს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები არიან. კვარაცხელიას შეგვიძლია მსოფლიოში საუკეთესო ვინგერი ვუწოდოთ. ხვიჩა დიდი ხანია ამბობს, რომ მადრიდის „რეალში“ თამაშზე ოცნებობს. მჯერა, რომ ერთ დღესაც ამ ოცნებასაც აისრულებს.“

„რაც შეეხება საფონოვს, პარიზში ისიც კარგად თამაშობს. მას ყველანაირი შანსი აქვს, რომ დიდი ხნის განმავლობაში „პსჟ“-ს პირველი მეკარე იყოს. საფრანგეთში ხვიჩასთვის და საფონოვისთვის ერთად ცხოვრება და ადაპტაცია უფრო მარტივია.“

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ 2025 წლის იანვარში გადავიდა და, ფაქტობრივად, ნახევარ სეზონში შეძლო სამი მთავარი ტურნირის მოგება: საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა. მიმდინარე წლის აგვისტოში ქართველი შემტევი „პსჟ“-სთან ერთად უეფას სუპერთასის გამარჯვებული გახდა, რამდენიმე დღის წინ კი საკონტინენტთაშორისო თასიც მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები მსოფლიოში - ხვიჩა GiveMeSport-ის რჩეულთა სიაშია
ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები მსოფლიოში - ხვიჩა GiveMeSport-ის რჩეულთა სიაშია