შტურმიდან მწვრთნელი გაუშვეს - ვინ გაწვრთნის კიტეიშვილისა და მამაგეიშვილის გუნდს
ოთარ კიტეიშვილისა და გიზო მამაგეიშვილის გრაცის „შტურმს“ ახალი მწვრთნელი ეყოლება. ავსტრიული კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წარუმატებელი შედეგების გამო გუნდის მთვარი მწვრთნელი, იურგენ ზიუმელი „შტურმის“ ხელმძღვანელებმა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ავსტრიული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, ზიუმელის შეცვლის მთავარი ფავორიტი 36 წლის ავსტრიელი სპეციალისტი, მაქსიმილიან მაქსიმილიან ზენფტია, რომელიც ამჟამად ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბ რიდის მთავარი მწვრთნელია. დიდი ალბათობით, საშობაო პაუზის შემდეგ „შტურმს“ სათავეში სწორედ 36 წლის სპეციალისტი ჩაუდგება.
17 ტურის შემდეგ, „შტურმს“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 9 მოგება, 1 ფრე და 7 მარცხი აქვს და 28 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება, ლიდერ „ზალცბურგს“ კი 4 ქულით ჩამორჩება.