ანდრეი შევჩენკო
Aa
Aa

შევჩენკო: “რუსების ევრო ტურნირებზე დაბრუნება არ განიხილება“

როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს და რუსულ კლუბებს ფიფა-ს და უეფა-ს ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. ეს მას შემდეგ ხდება, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

გუშინ გამართულ კონფერენციაზე, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ შესაძლოა რუსული კლუბები უეფა-ს ტურნირებზე დაბრუნდნენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მკაფიო პოზიცია ლეგენდარულმა ანდრეი შევჩენკომ დააფიქსირა.

შევჩენკო:

„უკრაინის საფეხბურთო ასოციაცია მკაფიო პოზიციას აფიქსირებს რუსული კლუბების უეფა-ს ტურნირებზე შესაძლო დაბრუნების შესახებ. ჩვენი პოზიცია უცვლელია! სანამ რუსეთის აგრესია გაგრძელდება, მათი ევროპულ ფეხბურთში დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგები ვართ.

ჯანი ინფანტინოსთან შეხვედრას ვგეგმავ, რათა დაწვრილებითი ინფორმაცია მივაწოდო იმის შესახებ, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში. სხვადასხვა ფედერაციები მხარს გვიჭერენ. სანამ ასეთი ერთიანობა არსებობს, რუსების ევრო ტურნირებზე დაბრუნება არ განიხილება.“

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში საბრძოლო ქმედებები 2022 წლის თებერვალში დაიწყო. 4 წელი გავიდა და ჯერჯერობით ომის შეწყვეტის შესახებ არანაირი სიახლე არ არსებობს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები