Aa
Aa

რაკიტიჩი: "რონალდუსთან ერთად თამაში სასიამოვნო იქნებოდა"

„ბარსელონას“ ხორვატ ნახევარმცველ ივან რაკიტიჩს „იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლასა და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშზე ჰკითხეს.

31 წლის შუახაზელის განცხადებით, პორტუგალიელთან ერთად ასპარეზობა მისთვის სასიამოვნო იქნებოდა. რაკიტიჩს იქვე ლიონელ მესის შესახებაც ჩაეკითხნენ.

„რა თქმა უნდა, რონალდუსთან ერთად თამაში სასიამოვნო იქნებოდა. ის ხომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ყველას მოსწონს იმის ყურება, რასაც კრიშტიანუ მოედანზე აკეთებს. ვხედავთ, რომ იგი „იუვეშიც“ შესანშნავად ასპარეზობს.

რაც შეეხება მესის, ის განსაკუთრებულია და მასთან ერთად თამაში ნამდვილად ბრწყინვალე შეგრძნებაა. ყველა ეპოქას თავისი უდიდესი ფეხბურთელები ჰყავდა, თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში საუკეთესო სწორედ მესია.

იმასაც დავამატებ, რომ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, იგი საერთოდ ფეხბურთის ისტორიაშია საუკეთესო. მასთან ერთად ერთ გუნდში 6 წლის განმავლობაში თამაში საუცხოო გრძნობაა“.

ივან რაკიტიჩს გასული ზაფხულიდან მოყოლებული ტურინის „იუვენტუსთან“ აკავშირებენ. ხორვატს, რომელიც „ბარსაში“ 2014 წლიდან თამაშობს, კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები