რუსის რევანში: ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს გამოეთიშა
Aa
Aa

რუსის რევანში: ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს გამოეთიშა

როტერდამში, ABN AMRO WORLD TENNIS-ის ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/16-ფინალურ ეტაპზე 22 წლის ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდა, რომელიც მსოფლიოს მე-15 ჩოგანია და ტურნირზე მე-7 ნომრადაა განთესილი.

რუსმა ჩოგბურთელმა ქართველს ორ სეტში 6:3, 6:2 მოუგო. თითოეული სეტის ხანგრძლივობამ 28 წუთი შეადგინა. საერთო ჯამში შეხვედრა 56 წუთი მიმდინარეობდა.

გასულ ზაფხულში ბასილაშვილმა ევროპის ღია პირველობა მოიგო და ჰამბურგის ტურნირის ფინალში რუბლიოვს სძლია. დღევანდელი გამარჯვებით რუსმა სპორტსმენმა რევანში აიღო.

საერთო ჯამში ბასილაშვილისა და რუბლიოვის დაპირისპირება ოთხჯერ შედგა, ორი შეხვედრა ქართველმა მოიგო, ორი კი - რუსმა.

ამჟამად პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში ბასილაშვილი 27-ე ადგილზეა. მის ანგარიშზე 1 400 ქულაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები