„ნეტავ ეს კოშმარი დასრულდებოდეს
Aa
Aa

„ნეტავ ეს კოშმარი დასრულდებოდეს" - კობი ბრაიანტის მეუღლის ემოციური პოსტი

ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტის მეუღლემ, ვანესა ბრაიანტმა სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გაავრცელა. ვანესამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც სულისშემძვრელი განცხადება დაურთო.

ჩემი გონება უარს აცხადებს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ კობი და ჯიჯი ცოცხლები აღარ არიან. ვერ ვახერხებ ბოლომდე გადავამუშავო, რომ ორივე მათგანი ერთდროულად წავიდა.

ვცდილობ კობის გარდაცვალება გადავამუშავო, მაგრამ ჩემი სხეული უარს აცხადებს შეეგუოს იმას, რომ ჯიჯი აღარასდროს დამიბრუნდება. ეს ყველაფერი არასწორია! რატომ უნდა შემეძლოს გაღვიძება, როცა ჩემს გოგონას იგივეს გაკეთების შანსი აღარ აქვს?! ძალიან გაბრაზებული ვარ. ჯიჯის ხომ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა.

მაგიჟებს ის, რომ კობისთან და ჯიჯისთან ერთად არ ვიმყოფები, მაგრამ მადლობელი ვარ, რომ ნატალიასთან, ბიანკასთან და კაპრისთან ერთად ვარ.

ვიცი, რომ რასაც ვგრძნობ, ნორმალურია. ვიცი, რომ ეს გლოვის პროცესის ნაწილია. უბრალოდ მინდოდა ეს ყველაფერი თქვენთვის გამეზიარებინა, რადგან შესაძლოა იყოს ისეთი ადამიანი, რომელმაც მსგავსი დანაკარგი განიცადა.

უფალო, ნეტავ აქ იყო და ნეტავ ეს კოშმარი დასრულდებოდეს. იმ საშინელ ტრაგედიაში დაღუპული ადამიანებისთვის ვლოცულობ და გთხოვთ, რომ მათთვის ლოცვა თქვენც განაგრძოთ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები