24 ქულა და 4 სამქულიანი - გოგას ბრწყინვალე მატჩი G League-ში
Aa
Aa

24 ქულა და 4 სამქულიანი - გოგას ბრწყინვალე მატჩი G League-ში

„ინდიანა პეისერსის“ კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ G League-ში მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ცენტრის გუნდი, „ფორტ უეინ მედ ენთსი“ „დელავერ ბლუ ქოუსთს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 136-102 გაანადგურა.

ბითაძემ „მედ ენთსის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. გოგამ პარკეტზე 34 წუთი გაატარა, თავის გუნდში საუკეთესო იყო და აქტივში 24 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.


 

ბითაძემ 4 სამქულიანი ჩააგდო, მეტოქის ფარზე 4 მოხსნა გაიფორმა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო. გოგამ +/--ის გრაფაში +31 დააფიქსირა და ამ კატეგორიაში მხოლოდ ბრაიან ბოუნ მეორეს ჩამორჩა, რომელსაც +38 ჰქონდა.

ქართველი კალათბურთელის გარდა, „მედ ენთსის“ რიგებში 22 ქულით დექსტერ მაილს ჯუნიორი გამოირჩა. ალიზე ჯონსონმა შეხვედრა 18 ქულითა და 13 მოხსნით დაასრულა. სტივენ ჰიქსი კი 15 ქულას დასჯერდა.

აქვე გეტყვით, რომ „ფორტ უეინს“ 15 მოგება და 16 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მეცხრე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები