Aa
Aa

„მოგესალმები, კაროლინ" - ჯერარდმა ვოზნიაცკის ვიდეომიმართვა მიუძღვნა

„ლივერპულის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა, გუნდის გულშემატკივარ ჩოგბურთელ კაროლინ ვოზნიაცკის სპეციალური ვიდეომიმართვა მიუძღვნა.

დანიელმა ჩოგბურთელმა აღნიშნული მიმართვა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც მთელი ცხოვრების განმავლობაში „ლივერის“ ფანისთვის, ეს ვიდეო საამაყოა და ძალიან ბევრს ნიშნავს.

„მოგესალმები, კაროლინ. იმედი მაქვს, კარგად ხარ, კარიერის დასრულებით სიამოვნებას იღებ და ისვენებ. მინდა, მოგილოცო შენი წარმოუდგენელი კარიერის გამო, შენ წლების განმავლობაში მწვერვალზე იყავი, რისი ყურებაც ნამდვილად სასიამოვნო იყო. ჩემგან უდიდესი მოლოცვა და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ“.

სკანდინავიელი ვარსკვლავი ქალთა მსოფლიო რეიტინგის პირველ პოზიციაზე, 2010-11 წლებში, ჯამში 71 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. მას WTA-ში 30 ტიტული აქვს მოპოვებული, მათ შორის ერთი დიდი სლემისაა - 2018 წელს ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები