AUS Open: 21 წლის სოფია კენინმა კარიერაში პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო
Aa
Aa

AUS Open: 21 წლის სოფია კენინმა კარიერაში პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო

AUS Open-ზე ქალთა შორის გამარჯვებული გამოვლინდა. ფინალურ შეხვედრაში 21 წლის ამერიკელმა სოფია კენინმა 32 წლის ესპანელი გარბინიე მუგურუზა 2 საათსა და 5 წუთში, სამ სეტიან ბრძოლაში 4:6, 6:2, 6:2 დაამარცხა და კარიერაში პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

კენინმა პირველი სეტის დათმობის შემდეგ გამოცდილ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და შეხვედრა საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ამერიკელმა ტურნირის ნახევარფინალურ მატჩში მსოფლიოს პირველ ჩოგან ეშლი ბარტის დაძაბულ ბრძოლაში მოუგო.

კენინი Aus Open-ზე ბოლო 12 წელში ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტია - მაშინ გადამწყვეტ მატჩში მარია შარაპოვამ და ანა ივანოვიჩმა ითამაშეს - ორივე მათგანი 20 წლის იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები