მარიამ ბოლქვაძე
Aa
Aa

უიმბლდონი | ცნობილია ბოლქვაძის შემდეგი მოწინააღმდეგე

როგორც მოგეხსენებათ, ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ისტორია დაწერა და უიმბლდონზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო.

მარიამმა პირველივე წრეში 33 წლის ავსტრალიელი აილა ტომლიანოვიჩი დაამარცხა და მეორე წრეში გავიდა.

ცნობილი გახდა, თუ ვინ იქნება ბოლქვაძის მოწინააღმდეგე მეორე წრეში. ბევრი ვარაუდობდა, რომ მას სუპერ გამოცდილი დონა ვეკიჩი შეხვდებოდა, მაგრამ ხორვატი ჩოგბურთელი ამერიკელ ეშლინ კრიუგერთან დამარცხდა და ბოლქვაძის მოწინააღმდეგე სწორედ ის იქნება.

ეშლინ კრიუგერი 22 წლის გახლავთ და ამ მომენტისთვის ის WTA-ს რეიტინგში 102-ე ადგილს იკავებს.

მარიამ ბოლქვაძეს და ეშლინ კრიუგერს ერთმანეთთან არასდროს უთამაშიათ. ამერიკელი უიმბლდონზე, მსგავსად მარიამისა კვალიფიკაციიდან მოხვდა. კრიუგერი დიდებულ ფორმაშია, რადგან მას ზედიზედ 9 გამარჯვება დაუგროვდა.

უიმბლდონის კვალიფიკაციამდე კი ეშლინმა ბრიტანეთის ჩელენჯერი მოიგო. ბოლქვაძის და კრიუგერის დაპირისპირება 2 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 14:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები