Aa
Aa

სუარესი: ეს ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლია „ბარსელონას“ მაისურით

განვლილი „ელ კლასიკოს“ მთავარმა გმირმა, ლუის სუარესმა, მატჩის შემდგომ ჟურნალისტებს საკუთარი ემოციები გაუზიარა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს გოლი „ბარსელონას“ მაისურით ჩატარებულ შეხვედრებს შორის ჯერ-ჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

 "ამ მომენტისთვის, ეს ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლია "ბარსელონას" მაისურით. ამ გოლს, დამატებით მნიშვნელობას მოწინააღმდეგის ვინაობა აძლევს. დასახული მიზნის მიღწევით ჩემი გუნდი ძალიან ბედნიერია, რადგან ვიცოდით, რომ მთავარი „ლა ლიგაში“ ლიდერობის შენარჩუნება და მისი განმტკიცება იყო. თამაშს ისე ვერ ვაკონტროლებდით, როგორც ამას ჩვეულებისამებრ ვაკეთებთ ხოლმე. ამ მატჩშში შედარებით პრაგმატულად ვმოქმედებდით, რადგან ჩვენი მეტოქე მადრიდის "რეალი" გახლდათ"  -  განაცხადა ლუის სუარესმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები