სტოიჩკოვი:
Aa
Aa

სტოიჩკოვი: "რონალდუს "ოქროს ბურთს" მხოლოდ გარეგნობის გამო თუ მისცემენ"...

ლეგენდარულმა ბულგარელმა ფეხბურთელმა, "ბარსელონას" ყოფილმა მოთამაშემ, ხრისტო სტოიჩკოვმა, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ჩემი აზრით, "ოქროს ბურთს" ყველაზე მეტად ანტუან გრიზმანი იმსახურებს, რადგან შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს. ისეთს, როგორიც ამ სპორტის გულშემატკივარს ძალიან უყვარს".

"თუმცა, ალბათ, ეს ჯილდო მაინც რონალდუს, მისი სიმპატიურობისა და გარეგნობის გამო დარჩება. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ეს შეიძლება მოხდეს, სწორედ ესაა". - განაცხადა espnfc-სთან საუბრისას, "მკვახე" გამონათქვამებით ცნობილმა ბულგარელმა. 

სტოიჩკოვი "ბარსას" ღირსებას 1990-1995 და 1996-1998 წლებში იცავდა და საერთო ჯამში კლუბის მაისურით, 175 შეხვედრაში 84 გოლი აქვს გატანილი. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები