Aa Aa
23 იანვარი 2020  |  14:48

ერიქსენი "ტოტენჰემის" პრეზიდენტს შეხვდა - ჯერი უკვე აგენტზეა

კრისტიან ერიქსენმა კიდევ ერთი შეხვედრა გამართა და ამჯერად „ტოტენჰემის“ მფლობელ დანიელ ლევის შეხვდა. სკანდინავიელმა ვარსკვლავმა ლევისთან კლუბიდან წასვლის სურვილი გამოთქვა და პრეზიდენტთან დეტალები განიხილა.

როგორც Skysports-ი წერს, „ნორვიჩთან“ მატჩის შემდეგ „დეზების“ პირველ პირს უკვე ფეხბურთელის აგენტი შეხვდა და „ინტერის“ პირობები გააცნო. დანიელ მოთამაშეს მოლაპარაკებების მოკლე ვადაში დასრულება სურს, რათა მილანურ კლუბში იანვრის ბოლომდე ჩაირიცხოს.

თავად 27 წლის გამთამაშებელს „ნერაძურისთან“ შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს, კლუბები კი ჯერჯერობით სატრანსფერო თანხაზე ლარარაკობენ. „ინტერის“ ბოლო წინადადების ღირებულება 17 მილიონ ევროს შეადგენდა, ლონდონელები კი 20 მილიონ ევროს ითხოვენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JETX მარათონი