Aa
Aa

კასილიასი ფედერაციის პრეზიდენტობაზე სერიოზულად ფიქრობს

იკერ კასილიასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრობს და ამ საკითხს სერიოზულად განიხილავს.

ესპანური პრესის ინფორმაციით, თუკი კასილიასი საბოლოოდ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, ლა ლიგისა და ფეხბურთელთა კავშირის კანდიდატი იქნება.

მეორე მხრივ, იწერება ისიც, რომ ამჟამინდელ პრეზიდენტ ლუის რუბიალესსა და მის მხარდამჭერებს ეს დიდად არ აშფოთებთ. ისინი თვლიან, რომ რუბიალესს სათანადო მხარდაჭერა აქვს და მას არჩევნებში კასილიასის დამარცხება არ გაუჭირდება.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები წელს უნდა გაიმართოს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არაა. ამ ეტაპზე, რუბიალესი ერთადერთი ოფიციალურად დარეგისტრირებული კანდიდატია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები