Aa
Aa

„მანჩესტერი" პიონტეკისთვის ბრძოლაში ჩაერთო

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კშიშტოფ პიონტეკისთვის ბრძოლაში ჩაერთო. ამ ინფორმაციას Athletic და Sun ავრცელებენ. „წითელი ეშმაკები“ ცენტრფორვარდით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ მარკუს რაშფორდი 3 თვეს ლაზარეთში გაატარებს.

Sun-ის მიხედვით, „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები „მილანს“ უკვე დაუკავშირდნენ და პოლონელი ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვეს.

„როსონერი“ პიონტეკის გასხვისების წინააღმდეგი არ გახლავთ, უბრალოდ მის სანაცვლოდ 35 მილიონ ფუნტს ითხოვს. როგორც მოგეხსენებათ „მანჩესტერის“ გარდა პიონტეკს „ტოტენჰემიც“ აკვირდება და თუ ბრიტანულ პრესას დავუჯერებთ, საქმეში „ნიუკასლიც“ ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ პოლონელი ფეხბურთელი „შავ-წითლების“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს. გასულ სეზონში მან 18 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. მიმდინარე გათამაშებაში კი თავი მხოლოდ 4-ჯერ გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები