Aa
Aa

სუსო "მილანის" ბოსებს კიდევ ერთხელ შეხვდა - წასვლა გადაწყვეტილია?

წამყვანი იტალიური გამოცემების ცნობით, სუსომ და მისმა წარმომადგენლებმა „მილანის“ ხელმძღვანელობასთან მორიგი შეხვედრა გამართეს.

მხარეები „როსონერის“ მთავარ ოფის „კაზა მილანში“ დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში, დახურულ კარს მიღმა საუბრობდნენ. ესპანელი გარემარბი სხვა გუნდში გაშვებას ითხოვს, მისი გადაბირება კი „სევილიასა“ და „რომას“ სურთ.

სევილიელები მოვლენათა განვითარებას დიდი ყურადღებით აკვირდებიან და მოლაპარაკებების დასაწყებად მზადყოფნას გამოთქვამენ. რაც შეეხება „რომას“, ის 26 წლის შემტევის სანაცვლოდ ჯენგიზ უნდერს ჩამოდის, რომლითაც თავად „მილანიც“ ინტერესდება.

სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში სუსოსა და უნდერის ტრანსფერების შესახებ ახალი და მნიშვნელოვანი გარემოებები გვეცოდინება. არც ისაა გამორიცხული, რომ „რომა“ და „მილანი“ საერთოდ ფეხბურთელების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები