Aa
Aa

"თუ ხარ ფრანგი ბიჭი, შენთვის ზიდანი მისაბაძია" - მბაპემ 3 კუმირი დაასახელა

პსჟ-ს სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ ბავშვობის კუმირების შესახებ ილაპარაკა და ზინედინ ზიდანთან ერთად, კრიშტიანუ რონალდუ და რონალდო ლუის ნაზარიო გამოარჩია.

„ამ კუთხით, რამდენიმე ფაზა გავიარე. ღრმა ბავშვობაში ჩემი კუმირი ზიდანი იყო. თუ ხარ ფრანგი ბიჭი, ბუნებრივია, შენთვის ზიდანი მისაბაძია.

ამის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ გამოჩნდა და საკმაოდ იღბლიანი ვარ, რომ მასთან პირისპირ შეხვედრის საშუალებაც მომეცა. ასევე იყო ბრაზილიელი რონალდო, საკუთარი განსაკუთრებული სათამაშო სტილით.

მსურს, რომ ფეხბურთის ისტორიაში ჩემი ნიშანი, ღირებულებები და მესიჯები დავტოვო“.

როცა ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, მბაპე ჯერ დაბადებული არ იყო, 20 წლის შემდეგ კი ქვეყნის კიდევ ერთხელ გაჩემპიონებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

პარიზელთა 21 წლის შემტევს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 22 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები