ჯეკსონ მარტინესმა შესაძლოა „ბაიერნის“ წინააღმდეგ თამაში შეძლოს
Aa
Aa

ჯეკსონ მარტინესმა შესაძლოა „ბაიერნის“ წინააღმდეგ თამაში შეძლოს

უკანასკნელი ინფორმაციით, „პორტუს“ კოლუმბიელი თავდამსხმელი ჯეკსონ მარტინესი, შესაძლოა ხვალ მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში საკუთარ გუნდს დაეხმაროს. ფეხბურთელმა კუნთის ტრავმა 6 მარტს, „ბრაგას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო.

 

როგორც „პორტუს“ ოფიციალური საიტი იტყობინება კოლუმბიელმა ფორვარდმა ტრავმა მთლიანად მოიშუშა და დიდი ალბათობით მატჩს პირველივე წუთებიდან დაიწყებს. განაცხადში მოხვდა ხუან კინტეროც, თუმცა უცნობია გავა თუ არა ნახევარმცველი მოედანზე. რაც შეეხება დანაკლისს, დაზიანების გამო თამაშს კრისტიან ტელიო გამოტოვებს, ხოლო ივან მარკანო დიკვალიფიცირებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები