Aa
Aa

ბრიტანული პრესა - ფერნანდეშის ტრანსფერი რისკის ქვეშ დადგა

ბრუნო ფერნანდეშის „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერი რისკის ქვეშ დგას. პორტუგალიური ტელეარხი TVI 24 იტყობინება, რომ კლუბები გამოსასყიდ თანხაზე ვერ თანხმდებიან.

„სპორტინგს“ ფერნანდეშის სანაცვლოდ 55 მილიონი ფუნტის მიღება სურს. „წითელი ეშმაკები“ კი მხოლოდ 42 მილიონ ფუნტს იხდიან.

„ლომებს“ უნდოდათ „მანჩესტერს“ ტრანსფერში ფეხბურთელები ჩაერთო, მაგრამ „იუნაიტედისგან“ უარი მიიღეს და იძულებული გახდნენ გამოსასყიდი თანხა გაეზარდათ.

პორტუგალიური ტელეარხის მიხედვით, „წითელი ეშმაკების“ მიერ შეთავაზებული 42 მილიონი ფუნტი, ბონუსებით 68 მილიონამდე იზრდება, მაგრამ „სპორტინგში“ თვლიან, რომ ბონუსები არარეალურია და მათი მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია.

არადა „ნისლიან ალბიონზე“ იუწყებიან, რომ ბრუნო ფერნანდეშმა „მანჩესტერთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები