Aa
Aa

შეთანხმება შედგა? - ერთი ნაბიჯი ერიქსენის ტრანსფერამდე!

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „ინტერმა“ და „ტოტენჰემმა“ კრისტიან ერიქსენის ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და ფეხბურთელის „ნერაძურიში“ გადასვლამდე ფორმალობები რჩება.

გამოცემის ჟურნალისტის, ნიკოლო შირას თქმით, მილანელები „ტოტენჰემს“ 18 მილიონი ევროს გადახდაზე მოელაპარაკნენ და გარიგების დარჩენილი ნაწილი უკვე იურისტების მოსაგვარებელია.

აქტიურადაა ჩართული მოლაპარაკებებში დანიელი ვარსკვლავის აგენტიც, რომელიც მილანში იმყოფება და მოვლენათა განვითარებას პირადად აკვირდება.

„შავ-ლურჯებთან“ კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას თავად ერიქსენმაც მიაღწია, რომელიც ახალ კლუბთან ხელშეკრულებას 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები