Aa
Aa

"ინტერმა" ტრანსფერი დახურა - იანგს იტალიაში ელოდებიან

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მილანის „ინტერსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის, ეშლი იანგის ტრანსფერის თაობაზე, მოლაპარაკებები წარმატებით დამთავრდა.

როგორც გამოცემა წერს, ვეტერანი ნახევარმცველი დღეს ლომბარდიის მთავარ ქალაქში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტსაც გააფორმებს.

იანგი „ნერაძურის“ საკუთარ მომავალს 2021 წლის ზაფხულამდე დაუკავშირებს და ამ პერიოდში, ხელფასის სახით, ჯამურად 6 მილიონ ევროს მიიღებს.

იტალიელები „მანჩესტერ იუნაიტედს“, ტრანსფერის სანაცვლოდ, 1.5 მილიონ ევროს გადაუხდიან. ეშლი იანგი „წითელ ეშმაკთა“ ღირსებას 2011 წლიდან იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები