Aa Aa
17 იანვარი 2020  |  10:06

ინგრემისა და მიჩელის დრამატული დუელი - „პელიკანსმა" „იუტას" 10-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა

„ნიუ ორლეან პელიკანსმა“ „იუტა ჯაზის“ 10-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. ელვინ ჯენტრის გუნდმა „ჯაზმენები“ ოვერტაიმში - 138-132 დაამარცხა.

„ნიუ ორლეანის“ გამარჯვება დიდწილად ბრენდონ ინგრემის დამსახურება გახლდათ. 22 წლის კალათბურთელმა პირადი რეკორდი დაამყარა და 49 ქულა გაიფორმა. მან ენტონი დევისის მიღწევა გააუმჯობესა და „პელიკანსის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც მინიმუმ 45 ქულა ჩააგდო.

„იუტას“ მხრიდან ინგრემს წინააღმდეგობა დონოვან მიჩელმა გაუწია, რომელიც 46 ქულით „ჯაზის“ რიგებში საუკეთესო გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ეს NBA-ში 33-ე შემთხვევა იყო, როცა მოწინააღმდეგე გუნდებში მოასპარეზე კალათბურთელებმა მინიმუმ 45-45 ქულა მიითვალეს.

„ჯაზმენებთან“ მოგებული მატჩის შემდეგ, „ნიუ ორლეანს“ 16 გამარჯვება და 26 მარცხი აქვს. „პელიკანსი“ პლეიოფში მოსახვედრად იბრძვის და მერვეადგილოსან „მემფისს“ 3 მოგებით ჩამორჩება. ინგრემის გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 იანვარს გამართავს და „კლიპერსს“ დაუპირისპირდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები