Aa
Aa

დემეს შემდეგ "ნაპოლიმ" ლობოტკა გააოფიციალურა

გერმანული „ლაიფიციგან“ დიეგო დემეს გადაბირების შემდეგ, „ნაპოლიმ“ კიდევ ერთი ტრანსფერი გააოფიციალურა და საკუთარ რიგებში 25 წლის სტანისლავ ლობოტკა ჩარიცხა.

ნეაპოლიტანელებმა სლოვაკი ნახევარმცველის სანაცვლოდ, ვიგოს „სელტას“ 20 მილიონი ევრო გადაუხადეს, დანარჩენ 4 მილიონ ევროს კი ეტაპობრივად, ბონუსების სახით, ჩაურიცხავენ.

ლობოტკამ სამედიცინო შემოწმება რამდენიმე დღის წინ გაიარა, გუშინ კი „ნაპოლისთან“ კონტრაქტზე საკუთარი ხელმოწერაც დასვა. იგი „სტადიო სან პაოლოზე“ 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება, წლიური ხელფასის სახით კი 1.8 მილიონ ევროს მიიღებს.

ლობოტკა „სელტას“ რიგებში 2017 წლის ივლისში, 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები