Aa
Aa

სარი: „გამაღიზიანებელია ის, რომ ვიღაცას ოქროს ბურთი კრიშტიანუზე მეტჯერ აქვს მოგებული"

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის თქმით, ის, რომ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუზე მეტი ოქროს ბურთი აქვს, გამაღიზიანებელია.

იტალიელმა სპეციალისტმა თავისი პოზიცია „უდინეზესთან“ გამართული მატჩის შემდეგ დააფიქსირა.

„მინდა კრიშტიანუს მეექვსე ოქროს ბურთის მოგებაში დავეხმარო. ნამდვილად გამაღიზიანებელია ის, რომ ვიღაცას ეს ჯილდო რონალდუზე მეტჯერ აქვს მოგებული. ჩემი და გუნდის მიზანია პორტუგალიელს ოქროს ბურთის დასაკუთრებაში ხელი შევუწყოთ“.

რონალდუს გარდა, სარიმ დიბალას შესახებაც ისაუბრა და არგენტინელი ფეხბურთელი შეაქო.

„დიბალა უმაღლესი დონის მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ პაულო მსოფლიო და ევროპულ ფეხბურთში თავის კვალს დატოვებს. ჩემი აზრით მომდევნო წლებში ის ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ბიანკონერიმ“ კოპა იტალიის შეხვედრაში „უდინეზე“ 4-0 გაანადგურა. ზემოთ ხსენებულმა დიბალამ დუბლი მიითვალა. იგუაინმა და დიეგო კოშტამ კი თითო-თითო ბურთი შეაგდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები