De Telegraaf: გადაწყვეტილია - ვან დე ბეეკი
Aa
Aa

De Telegraaf: გადაწყვეტილია - ვან დე ბეეკი "რეალის" ფეხბურთელი გახდება

ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ ამსტერდამის „აიაქსთან“ დონი ვან დე ბეეკის ტრანსფერი უკვე შეათანხმა.

22 წლი ცენტრალური ნახევარმცველი თეთრ მაისურს 2020 წლის ზაფხულში მოირგებს და სავარაუდოდ ის „რეალში“ ლუკა მოდრიჩს შეცვლის.

ვან დე ბეეკის სანაცვლოდ „რეალი“ „აიაქსს“ 55 მილიონ ევროს გადაუხდის და ეს მადრიდელთა პირველი ტრანსფერი იქნება, რომელსაც ისინი ზაფხულში განახორციელებენ.

უკვე საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლ პოგბასა და „რეალის“ საგა დასრულებულია, ფრანგს სამეფო კლუბი აღარ შეიძენს.

იყო საუბრები, რომ ვან დე ბეეკს „რეალი“ იანვარში დაიმატებდა, თუმცა ფეხბურთელმა გუნდის დაღალატება და შუა სეზონში მიტოვება არ მოისურვა, ამავდროულად ზიდანს ნახევარდაცვაში ყველა არსებული პრობლემა ფედე ვალვერდემ მოუგვარა და მადრიდელებს ტრანსფერის განხორციელება აღარ დასჭირდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები